ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი შინაური ცხოველის ლეშები ვეტერინარული წესების დაცვით სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე დაიმარხა (ფოტოგალერეა)

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი შინაური ცხოველის ლეშები ვეტერინარული წესების დაცვით მუნიციპალიტეტის მიერ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე დაიმარხა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაბინძურებისა და ცოცხალი ორგანიზმების დასნებოვნების რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარე რიონის და ხეობის მონიტორინგი, რათა დროულად მოხდეს დაცემული ცხოველის ამოყვანა და შესაბამისი პროცედურების დაცვით მათი დამარხვის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები