გენერალი ტარნავსკი: ტავრიის მიმართულებით რუსებმა ერთ დღეში 269 ჯარისკაცი დაკარგეს
თავდაცვის ძალების საარტილერიო ნაწილებმა ტავრიის მიმართულებით დღის განმავლობაში 1 630 საცეცხლე დავალება შეასრულეს, – ამის შესახებ ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული განყოფილების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული არმიის დანაკარგმა 269 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან დაიღუპა – 81, დაიჭრა – 176, ხოლო ტყვედ ჩავარდა – 12.
„განადგურდა მტრის სამხედრო ტექნიკის თხუთმეტი ერთეული, კერძოდ, ერთი ტანკი, ორი ჯავშანტექნიკა, სამი საარტილერიო სისტემა და ნაღმტყორცნები, ცხრა მანქანა და ერთი სპეცტექნიკა“, – განაცხადა ტარნავსკიმ.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, განადგურდა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ერთი საცავი და ერთი სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტი.
როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 13 აგვისტომდე დაახლოებით 253 850 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.