მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ბაზას ცეცხლი წაუკიდეს

დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში წინააღმდეგობის ძალებმა რუსეთის სამხედრო ბაზას ცეცხლი წაუკიდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ზე იტყობინება.

„მარიუპოლში წინააღმდეგობის ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების ბაზა ცეცხლის წაკიდებით“, – წერს ანდრიუშჩენკო.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულის შედეგად სულ მცირე, ათი ოკუპანტი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. განადგურდა სამი მანქანა და ბარაკი (დროებითი საცხოვრებელი ნაგებობა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები