უკრაინის გენშტაბი: რუსები წარუმატებლად ცდილობდნენ დაკარგული პოზიციის აღდგენას სამი მიმართულებით

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ ბახმუტის, შახტიორის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით დაკარგული პოზიციები აღედგინათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

„მტრის მცდელობა წარუმატებელი იყო შახტიორის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე. ჩვენი დამცველები მტრის ძლიერი საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის ავდეევკას რაიონში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები