ხერსონში რუსი ოკუპანტების თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ჩვილია

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„17:00 საათის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა (5 – შიროკა ბალკაში, 2 – სტანისლავში), ხოლო 13 დაიჭრა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრე პროკუდინის თქმით, ხერსონში ორშაბათი, 14 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორც მან აღნიშნა, დაღუპულებს შორის არიან 23 დღის ჩვილი და 12 წლის ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები