ზელენსკი: ტერორისტების განადგურება არის გარანტია იმისა, რომ რუსეთს აღარასოდეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტერორისტების განადგურება არის გარანტი იმისა, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეძლებს უკრაინისთვის ბოროტების მოტანას.
„ტერორისგან დაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას… და ეს არის გარანტია იმისა, რომ რუსეთის ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას“, – წერს ზელენსკი Telegram-ზე.