პაპუნა გამყრელიძე: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, პარალელურად, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება სოფელ გლოლასთვის სასმელი წყლის აღდგენა

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, პარალელურად, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება აღნიშნულ მიმართულებაზე სასმელი წყლის მილის მოთავსება, რომ სოფელ გლოლას აღუდგეს წყალი”, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულადაა ჩართული.

„ამ ეტაპზე 100-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული, საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ ყოველდღიურად დამატებას. ამ ეტაპზე ვართ სრულად მზად ყველა დავალებისთვის, ტექნიკასთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ არის, საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურად შემოდის სპეცტექნიკები. პირველი მითითება იყო, რომ კომუნიკაცია აღდგენილიყო მჟავე წყლების მიმართულებით, რაც გაუვალია, კომუნიკაციები აღდგენილიყო შიდა პერიმეტრზე, სადაც უნდა მომხდარიყო შესაბამისი ჯგუფის გადაადგილება, ამ მიმართულებით ყველგან დროებითი გზებია მოწყობილი.

როგორც იცით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა კოორდინირებულად არის ჩართული ამ პროცესში, ჩვენ გვაძლევენ მითითებებს, კონკრეტულ საკითხებს. რაც შეეხება ქვათაცვენას, შესაბამისმა სამსახურმა განმარტა მისი გამომწვევი მიზეზები, ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული მითითებები, ვიცით, რომ მყინვარზე ხდება უწყვეტ რეჟიმში დაკვირვება, თუ რაიმე ხმაური ან ზეგავლენა იქნება, გვეცოდინება, ამასთან მიმართებით სამძებრო სამუშაოები ყველა სამსახურის მიერ ხდება უწყვეტად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები