გაბრიელ ჩიკვაიძე: სტიქიის ზონაში სანიტარიული ნორმების დაცვით ხდება ცხოველების ლეშის ამოღება, დეზინფექცია – რაიმე სახის დაავადების კერა არ გამოიხატება

“სტიქიის ზონაში სანიტარიული ნორმების დაცვით ხდება ცხოველების ლეშის ამოღება, დეზინფექცია, რაიმე სახის დაავადების კერა არ გამოიხატება, თუმცა პრევენციის მიზნით ვიღებთ მასალებს კვლევისთვის”,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, გაბრიელ ჩიკვაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახური ახორციელებს ცხოველების ლეშის ამოღებას და შესაბამის ორმოში განთავსებას ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ.

„სტიქიის ზონაში დაფიქსირდა რამდენიმე ერთეული მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომლებიც მეწყერსაშიში ზონიდან არიან გამოტანილი და მოხვდნენ მდინარის ხეობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახური ახორციელებს ამ ცხოველების ლეშის ამოღებას და შესაბამის ორმოში განთავსებას ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ. იქ უკეთებენ დეზინფექციას. პრევენციის მიზნით ვიღებთ 10 მასალას ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. რეგიონი სუფთაა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ. არაა რაიმე სახის დაავადების კერა, არ გამოიხატება დაავადების მიმართ რაიმე სახის დამახასიათებელი კერა, მაგრამ ჩვენ პრევენციის მიზნით მაინც ვიღებთ და ვაგზავნით ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. არ არის დიდი რაოდენობით, ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ამასაც მაინც სანიტარიული ნორმების დაცვით უნდა ამოღება და განთავსება. მეპატრონეებთან გვქონდა გასაუბრება და როგორც გვეუბნებიან, დიდი რაოდენობით არაა, ერთეული შემთხვევებია, შეიძლება, სამი, მაქსიმუმ, ხუთი იყოს დაკარგული. აბსოლუტურად არ ახასიათებთ არცერთი სახის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. სტიქიის ზონაში არიან დაზიანებული, დამხრჩვალი და შემდეგ უკვე მოხვდნენ მდინარეში“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები