იოსებ ხახალეიშვილმა 100 წლის ქუთაისელს, სოფია მირიანოვას დაბადების დღე მიულოცა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 100 წლის ქუთაისელს, სოფია მირიანოვას დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფია მირიანოვა პროფესიით ინჟინერ-მანქანათმშენებელია, 70 წლის მანძილზე სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე.

ხახალეიშვილმა მირიანოვას მხნეობა უსურვა.

„გილოცავთ 100 წლის იუბილეს! მინდა დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა გისურვოთ. თქვენი ღვაწლი ჩვენს ქალაქში ყოველთვის დაფასებული იქნება“,- განუცხადა იუბილარს იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები