ონის მერი: 24 მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან 20 იდენტიფიცირებულია, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა შოვში, სტიქიის ეპიცენტრში არსებულ ვითარებაზე მედიასთან ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, ახლობლებს და მთელს საქართველოს. დღეს მოხდება გარდაცვლილი ერთი მოქალაქის, ბატონი გენადი სულთანიშვილის გამოსვენება. ონის კულტურის სახლში იქნება დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 17:00 საათიდან 19:00 საათამდე.

რაც შეეხება მონაცემებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 24 მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან 20 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართული არის ყველა უწყება და მოგეხსენებათ ყველას, რომ სამაშველო სამუშაოებს დაემატა ნავები, გაზრდილია არეალი“, – აცხადებს სერგი ხიდეშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები