პარიზში, ეიფელის კოშკზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
პარიზში, ეიფელის კოშკზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ და ღირსშესანიშნაობა ვიზიტორებისთვის დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო დახურული.
„ეს იყო ცრუ განგაში, ხალხს შეუძლია კოშკზე ასვლა“, – აღნიშნა წყარომ.