NYT: უკრაინამ კონტრშეტევაში ტაქტიკურად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევაში ორი მიმართულებით „ტაქტიკურად მნიშვნელოვან“ პროგრესს მიაღწიეს.

როგორც გამოცემა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებზე, უკრაინელ ოფიციალურ პირებსა და რუს სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინული ჯარები თავდასხმის ორი ძირითადი ხაზის გასწვრივ 10-12 მილით [16-19 კმ] დაწინაურდნენ.

სახმელეთო ომში უკრაინელები სამხრეთის მიიწევენ ორი ძირითადი მიმართულებით: აღმოსავლეთის სოფელ სტარომაიორსკოეს გავლით რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკისკენ; და უფრო დასავლეთით რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლამდე.

სახმელეთო ომში უკრაინელები სამხრეთისკენ წინ  მიიწევენ ორი ძირითადი მიმართულებით: აღმოსავლეთით სოფელ სტარომაიორსკოეს გავლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკამდე; და დასავლეთით რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლამდე.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკის გარშემო შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები