კუნძულ მაუიზე ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ამის შესახებ MSNBC-ი მაუის ოლქის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის შედეგად განადგურებულია ათასამდე შენობა, ხოლო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ევაკუირებულთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა.

მედიის ცნობით, ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია. გარდა ამისა, უცნობია რამდენი ადამიანია დაკარგული.

„სამწუხაროდ, ველოდებით, რომ დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განუცხადა MSNBC-ს ჰავაის ამერიკელმა სენატორმა, ბრაიან შატსმა.

შტატის ისტორიაში ხანძარი გახდა ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ჰავაის დიდ კუნძულზე 1960 წელს, ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა, რომელსაც 61 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები