რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინამ ბელგოროდში დრონით თავდასხმა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის რეგიონზე დრონით თავდასხმა სცადეს.

მათივე ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„დღეს, დაახლოებით 17:30 საათზე, კიევის „რეჟიმის“ მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, აღმოიფხვრა.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები