შეერთებულმა შტატებმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 4 რუსი ოლიგარქი და რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირი დაასანქცირა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაში.

ამრიგად, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პეტრ ავენი, მიხეილ ფრიდმანი, ჰერმან ხანი და ალექსი კუზმიჩევი.

აღნიშნული პირები რუსული საერთაშორისო კერძო ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის Alfa-Group-ის დამფუძნებლებად და მმართველებად მიიჩნევიან, რომელშიც ასევე შედის ალფა-ბანკიც.

გარდა ამისა, სანქციების სიაში შედის მოსკოვში რეგისტრირებული რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ოთხი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უკვე შემოიღეს ავსტრალიამ, კანადამ, ევროკავშირმა, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები