თემურ მღებრიშვილი: დღეის მდგომარეობით, მთლიანი დამეწყრილი ტერიტორიის 40% უკვე გადამოწმებულია
დღეის მდგომარეობით, მთლიანი დამეწყრილი ტერიტორიის 40% უკვე გადამოწმებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, მთლიანი დამეწყრილი ტერიტორიის 40% უკვე გადამოწმებულია. რაც შეეხება ალტერნატიული გზის მოპირდაპირე მხარეს, დღეს ნანახი იყო საკმაოდ დაზიანებული ავტომობილის ძარა. ეს არის „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, იქაც აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 24 ადამიანი. მაშველები 9 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.