ლუკაშენკო: ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი მეზობლები არიან, მათთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს – პოლონელებს უნდა ვესაუბროთ და ურთიერთობები გავაუმჯობესოთ

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის ეროვნული აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ორგანიზაციების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთის ხარჯზე – ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ჩინეთთან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან – ევროკავშირი. ჩვენ ვერ დავკარგავთ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ საკუთარის გათვალისწინებით, დამიჯერეთ, მოვა დრო (ახლა ისეთი არეულობაა, დიდი სირთულეებია) – 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, იქნება სერიოზული ცვლილებები მსოფლიოში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეხვედრაზე ბელარუსის ლიდერმა ქვეყნის მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ  დასავლელ მეზობლებს კეთილმეზობლობისა და მშვიდობის გეგმა შესთავაზონ.

„უნდა ვესაუბროთ პოლონელებს. მე დავავალე პრემიერს, რომ დაუკავშირდეს მათ. თუ უნდათ, ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან არიან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები