დონეცკის ე.წ. რესპუბლიკაში ომის დაწყებიდან დღემდე 9 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 229 ბავშვია

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული აგრესიიდან დღემდე, 9007 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 229 ბავშვი.

ამის შესახებ ე.წ. ომბუდსმენმა, დარია მოროზოვამ ტელეგრამში დაწერა.

რაც შეეხება დაშავებულებს, სულ 12 556 მოქალაქეა, მათგან 801 ბავშვია.

ასევე აღნიშნულია, რომ 4-დან 10 აგვისტომდე ე.წ. რესპუბლიკაში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

ამავე პერიოდში 50 პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები