ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები ორგანოების დონორებად დასავლეთში მიჰყავთ და დასავლელ პოლიტიკოსებს ამ პრობლემის მოგვარება ურჩია.
“უკრაინიდან ბავშვები გამოჰყავთ, და მათი ორგანოები ამოაქვთ. ამ საკითხით დაინტერესდნენ”,- თქვა მან.
დონორების სახით უკრაინიდან ბავშვების გაყვანას, ლუკაშენკომ რეალური პრობლემა უწოდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აწუხებს საზღვარგარეთიდან გამოსული კრიტიკა, რომელიც ბელარუსში დონბასიდან ბავშვების გამოჯანმრთელების საკითხს უკავშირდება.