მსოფლიოში 10 ივლისის – 6 აგვისტოს პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების 1,5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა 28 დღესთან შედარებით 80%-ით მეტია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე დროს, ლეტალური შემთხვევების რიცხვი, პირიქით, 57%-ით შემცირდა და დაფიქსირდა 2,5 ათასზე მეტი გარდაცვალების ფაქტი.
ბოლო 28 დღის განმავლობაში 234 ქვეყნიდან 103-მა (44%) ჯანმო-ს COVID-19-ის, სულ მცირე ერთი შემთხვევის შესახებ აცნობა.
10 აგვისტოს ჯანმო-მ გამოაცხადა, რომ მსოფლიოში მზარდია ომიკრონის შტამის ახალი ვარიანტის – EG.5 „ერისის” გავრცელება.
ამავდროულად, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეს შტაბი ნაკლები რისკების შემცველია.