პოლონეთში მატარებელი სატვირთოს შეეჯახა, ათობით დაშავებულია
ვარშავასთან რკინიგზის გადასასვლელთან სამგზავრო მატარებლისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ RMF24 იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მატარებლის მოახლოება ვერ შენიშნა და დაურეგულირებელ რკინიგზის გადასასვლელს მიუახლოვდა.
შეჯახების შედეგად ვაგონი რელსებიდან გადავიდა, მაგრამ არ გადაბრუნდა, სატვირთო მანქანაც ასევე ძლიერად დაზიანდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მძიმე დაზიანებებით ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი პირველადი დახმარება ადგილზე უტარდებათ.
ჯამში 20-მდე ადამიანი დაშავდა.
ავარიის გამო ნასელ-სერპსის სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა რამდენიმე საათით იქნება ბლოკირებული.

