ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის სარაკეტო იერიშს ბავშვი ემსხვერპლა
რუსმა ოკუპანტებმა, დილით ივანო-ფრანკოვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რაკეტა სამოქალაქო ობიექტს მოხვდა.
ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ონიშჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს – ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ბავშვის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დააზუსტეს, რომ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის დაბომბვა აერობალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
მათგან ერთ-ერთი კოლომიისკის რაიონში კერძო სახლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც სამშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა.
გარდაცვლილი ბიჭი რვა წლის იყო.