“გავაგრძელებთ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს დოქტრინის მომზადებას, რომელიც ქვეყნის ტრანსფორმაციას საფუძვლად დაედება.

ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში თქვა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ ბრძოლაში გამარჯვება ქვეყნის ისტორიას შეცვლის.

„ჩვენ არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი – მოვიგოთ ომი და არ დავკარგოთ ქვეყანა. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს ის ისტორიული შანსი განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი ხალხის, მთელი ჩვენი ერის გამბედაობით მოიპოვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა ახლა ახალ თავდაცვით პაკეტებს ამზადებს, ასევე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, ტექსტის, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას. ჩვენ ვამზადებთ უფრო მეტ თავდაცვით პაკეტს ჩვენი მეომრებისთვის და უფრო მეტ თავდაცვის სისტემას მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. დღეს მე ასევე მქონდა საუბარი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. ეს იყო კონფიდენციალური საუბარი, მაგრამ ეფექტური. მე ვესაუბრე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ემანუელს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა დონეზე და გლობალურ ურთიერთობებში ყველა აქტორთან „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები