კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა

უკრაინის მასშტაბით, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:00 საათზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

​უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ კიევის მიმართულებით “კინჟალის” ტიპის რაკეტებია გაშვებული.

კიევში აფეთქებების შესახებ მერმა, ვიტალი კლიჩკომ გამოაცხადა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ „რაკეტის ფრაგმენტები დედაქალაქის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, თუმცა მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„წინასწარი ინფორმაციით, ობოლონსკის რაიონში ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე რამდენიმე ფრაგმენტი ჩამოვარდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი პოპკომ.

უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა აფეთქებების შესახებ ვინიცისა და ხმელნიცკის რაიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები