თურქეთში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ქალაქ ბინგოლში, ადგილობრივი დროით 04:55 საათზე, 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ კატასტროფების მართვის სამსახური(AFAD) იტყობინება.
აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 7,43 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
მიწისძვრა ახლოს მდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გასულ ღამეს, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ მალათაიში იყო, რის შედეგადაც 22 ადამიანია დაშავებული.
ასევე, 10 აგვისტოს პროვინცია დიარბაქირში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.