“უდიდესი კატასტროფა” – კუნძულ მაუიზე ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა(ფოტო)

ჰავაის კუნძულებზე გაჩენილი ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე 53-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტად ტურისტებისთვის პოპულარული ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ უდიდეს კუნძული – მაუი დაზარალდა.

შტატის ვიცე-გუბერნატორმა ხანძრებს უპრეცედენტო უწოდა.

ხანძრები გამოწვეულია ძლიერი სიცხით და გვალვით, ხოლო მათ სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ქარიშხალი “დორა”, რომელიც მძვინვარებს წყნარ ოკეანეში კუნძულებიდან სამხრეთით ასობით კილომეტრში.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ხანძრებს “უდიდესი კატასტროფა” უწოდა. კუნძულებისთვის ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთვებიან ფედერალური ძალები და საშუალებები.

ხელისუფლების ცნობით, ხანძარმა გაანადგურა 1700-ზე მეტი სახლი; ელექტროენერგიის გარეშე რჩება 11 ათასი ადამიანი; 2 ათასზე მეტმა ადამიანმა ღამე დროებით საცხოვრებელში გაატარა.

აღინიშნება, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები