პოდოლიაკი: დროა რუსეთს საბოლოოდ ჩამოერთვას ვეტოს უფლება და გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან
დროა საბოლოოდ ჩამოერთვას რუსეთს ვეტოს უფლება და გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გლობალური უსაფრთხოების ინსტიტუტები უნდა გაიწმინდოს.
„პუტინის რუსეთი არა მხოლოდ გახდა ტერორისტული ჯგუფებისა და ომის დამნაშავეების მფარველი მთელს მსოფლიოში, არამედ აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების ინტოქსიკაციას. ეს უკვე ნათელია: კრემლმა ვეტოს უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში აქცია კონკრეტული რეჟიმის მქონე ქვეყნებთან და ომის დანაშაულების პათოლოგიური მიდრეკილების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობის ინსტრუმენტად. ყველას, ვისაც სურს ტერორისტული თავდასხმის განხორციელება, სანქციების გვერდის ავლით სარაკეტო ტექნოლოგიების ყიდვა ან კონფლიქტის ზონებში ნედლეულის გაყიდვა, იცის, რომ რუსეთში მხარდაჭერის პოვნა შეუძლია და გაეროს ნებისმიერი რეაქცია მყისიერად დაიბლოკება. გლობალური უსაფრთხოების ინსტიტუტები უნდა გაიწმინდოს. პირველი ნაბიჯი: დროა საბოლოოდ ჩამოერთვას რუსეთს ვეტოს უფლება და გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
#Putin's #Russia has not only become a patron of terrorist groups and war criminals around the world, but also continues to intoxicate international organizations. It is already clear: The #Kremlin has turned its veto in the #UN Security Council into a tool for bargaining with…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 10, 2023