ანჯეი დუდა: უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი იარაღი ომის მოსაგებად

Polish President Andrzej Duda speaks during a news conference in Szypliszki, Poland July 7, 2022. REUTERS/Janis Laizans

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით, ქვეყანა ომში ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლას ვერ ახერხებს.

როგორც მან The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, პარტნიორების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„კითხვა შემდეგია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი იარაღი, რომ შეცვალოს ბალანსი ომში და ხელში ჩაიგდოს? და პასუხი ალბათ არის: არა.

მათ ალბათ არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს ვიცით იქიდან, რომ ახლა ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელონ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები