წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც ჰანთერ ბაიდენის მიერ რუსი, ყაზახი და უკრაინელი ოლიგარქებისგან თანხების მიღების შესახებ ინფორმაციას შეიცავს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა საბანკო ჩანაწერების მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად აღწერილია კომიტეტის გამოძიების შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია ბაიდენის ოჯახის მიერ გავლენის გამოყენების სქემებზე.
მემორანდუმი ასახავს იმას, თუ როგორ მიიღეს ბაიდენებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა მილიონობით დოლარი რუსი, ყაზახი და უკრაინელი ოლიგარქებისგან ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს.
მას შემდეგ, რაც ჰანტერ ბაიდენმა მილიონობით დოლარი მიიღო, მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში თავისი ვაჟის უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვაშინგტონში ისადილა.
დევონ არჩერმა, ჰანტერ ბაიდენის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მაშინდელი ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იყო ერთგვარი ბრენდი, რომელიც ბაიდენის ოჯახის გასამდიდრებლად გამოიყენებოდა.
„ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ჰანტერ ბაიდენმა ის გაყიდა, როგორც „ბრენდი“, რათა ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში ოლიგარქებისგან მილიონები მიეღო. როგორც ჩანს, არანაირი რეალური მომსახურება, გარდა ბაიდენის ქსელთან, მათ შორის თავად ჯო ბაიდენთან წვდომისა, არ გაწეულა, როგორც ჩანს, ჰანტერ ბაიდენმა ეს შეასრულა. ამაზე მეტყველებს სადილები Café Milano-ში, სადაც მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვახშმობდა ოლიგარქებთან მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მის შვილს ფულს უგზავნიდნენ. ცხადია, რომ ჯო ბაიდენმა იცოდა თავისი ვაჟის საქმიანი გარიგებების შესახებ და თავს უფლებას აძლევდა, ყოფილიყო „ბრენდი“, რომელიც იყიდებოდა ბაიდენების ოჯახის გასამდიდრებლად, როდესაც ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა.
ჯეიმს კომერის თქმით, ზედამხედველობის კომიტეტი გააგრძელებს ფულის კვალის დევნასა და მოწმეთა ჩვენებების შეგროვებას, რათა დაადგინოს, იყო თუ არა უცხოელი აქტორების სამიზნე ბაიდენები, არის თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი კომპრომეტირებული თუ კორუმპირებული და ემუქრება თუ არა საფრთხე აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
გამოქვეყნებული ჩანაწერების თანახმად, ბაიდენების ოჯახმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს უცხოური წყაროებისგან 20 მილიონი დოლარი მიიღეს.
გარდა ამისა, 2014 წელს, ჰანტერ ბაიდენმა თანხები მიიღო ელენა ბატურინასგან, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ცოლია.