მედია: გერმანია უკრაინას, სავარაუდოდ ფრთოსან რაკეტებს (Taurus) გადასცემს

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების, Taurus-ის გადაცემისთვის ემზადება.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა T-Online მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მთავრობა შესაბამის განცხადების “უახლოეს მომავალში” გააკეთებს. “კანცელარია საკითხის გადაწყვეტაზე გერმანიის უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და უკრაინის უდიდეს მხარდამჭერთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს,” – წერს გამოცემა.

წყაროების ინფორმაციით, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ასევე, “მწვანე შუქი” მისცეს გერმანული Taurus-ის რაკეტების გადაცემას.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, არა მხოლოდ გერმანული ფრთოსანი Taurus-ის რაკეტების, არამედ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გადაცემაც გამოიწვიოს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, კოორდინირებული მიდგომა, განსაკუთრებით კი აშშ-სთან, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის შეიარაღების ახალი სისტემების გადაცემას დათანხმდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები