რუსეთი აფრიკის ქვეყნებს, უსასყიდლოდ, 50 ათას ტონამდე მარცვლეულს გადასცემს
რუსეთი აფრიკის ექვს ქვეყანას უსასყიდლოდ 50 000 ტონამდე მარცვლეულს გადასცემს.
ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დიმიტრი პატრუშევმა განაცხადა.
„როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების კუთხით საკმაოდ სანდო პარტნიორი ვართ, აფრიკის ქვეყნებს უსასყიდლოდ მარცვლეულს მივაწვდით. ჯერჯერობით საუბარია ექვს ქვეყანაზე და 25-დან 50-მდე ათასს ტონა მოცულობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მან დააზუსტა, რომ ამჟამად რუსეთის ხელისუფლება ამ საკითხზე მუშაობს, მიწოდება, შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს.
მან ასევე თქვა, რომ წელს მსოფლიო ბაზარზე, დაახლოებით 55 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება.