მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების განსახლების ცენტრები იხურება 

FILE PHOTO: People fleeing Russia's invasion of Ukraine rest in a temporary refugee centre located at a local track-and-field athletics stadium in Chisinau, Moldova March 4, 2022. REUTERS/Vladislav Culiomza/File Photo

მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების განსახლების რამდენიმე ცენტრი, მათი შენახვის ხარჯების შემცირების გამო, დაიხურა.

ამის შესახებ “რადიო მოლდოვას” რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ალექსეი ბუზუმ განუცხადა.

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ არცერთი ლტოლვილი, უსახლკაროდ ქუჩაში არ აღმოჩნდება.

“ეს ცენტრები დროებითია, გვაქვს სიტუაციები, როდესაც მათ მართავენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საჭირო მომზადება, რადგან ისინი შეიქმნა კრიზისულ ვითარებაში”, – თქვა ბუზუმ.

მან განმარტა, რომ „თუ ცენტრი გათვლილია, მაგალითად, 200 ადამიანზე და მასში 60 ლტოლვილია, მაშინ გარკვეული ხარჯები ვერ შემცირდება იმის გამო, რომ იქ ნაკლები ადამიანი იმყოფება, განსაკუთრებით ცივ სეზონზე, როდესაც შენობების გათბობაა საჭირო”.

„ამიტომ ჩვენ ვცდილობთ პასუხისმგებლობით მივუდგეთ ოპტიმიზაციას, მათ შორის ლტოლვილებთან კონსულტაციებით და მათთვის ალტერნატივის შეთავაზებით“, – დასძინა ბუზუმ.

მინისტრმა გაიხსენა, რომ ამჟამად მოლდოვაში დროებითი განსახლების ცენტრების ქსელს მხარს უჭერენ პარტნიორები, ხოლო სხვა სახის ხარჯები, რომლებიც ძირითადად სამედიცინო მომსახურებას ეხება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები