“ვეწინააღმდეგები უკრაინაში ბარბაროსულ შეჭრას” – Yandex-ის დამფუძნებელმა განცხადება გაავრცელა

კომპანია “იანდექსის” დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები უკრაინაში რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას, სადაც მე, როგორც ბევრს, მყავს მეგობრები და ნათესავები. შემზარავია ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად უკრაინელების სახლებში ბომბები მიფრინავენ”,- თქვა მან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან რუსეთში არ ცხოვრობს, ხვდება, რომ „ქვეყნის ქმედებებზე პასუხისმგებლობის წილი მასაც აკისრია“.

„ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც გაჩუმება მომიწია. შეგვიძლია ვიკამათოთ ჩემი განცხადების დროულობაზე, და არა მის შინაარსზე. ომს ვეწინააღმდეგები”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები