ოთარ შამუგია: სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო

სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა წარადგინა.

მინისტრის თქმით, ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის.

„ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ დადასტურებით, არის ის, რომ 3 აგვისტოს გუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა ქვეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომელთა პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა შამუგიამ.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები