უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობა დაადასტურა.
როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა განაცხადა, ყირიმის ხიდის განადგურება უკრაინული ძალების ერთ-ერთი მიღწევაა.
„ბევრი სხვადასხვა სპეცოპერაციაა. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ, ზოგიერთზე საერთოდ არ ვისაუბრებთ. ყირიმის ხიდის განადგურება ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა“, – აღნიშნა მალიუკმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა.