უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს – კიევში კიდევ 45 სამხედრო დაბრუნდა (ფოტო)

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები 45/45-ზე ფორმულით გაცვალეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა, გათავისუფლებულ 45 უკრაინელს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურის სამხედროები, ასევე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე – “აზოვსტალის” თანამშრომელი და მოხალისე ხერსონიდან.

საკოორდინაციო შტაბი თავის მხრივ წერს, რომ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცები იცავდნენ სამშობლოს მარიუპოლის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებით.

ერმაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში უკანონოდ წაყვანილი ორი ბავშვი, 6 წლის რენატი და 10 წლის ვარვარა უკრაინაში დაბრუნდნენ.

”მათი დედა, სამხედრო მედიკოსი გაათავისუფლეს დიდი გაცვლის დროს 2022 წლის ოქტომბერში. ის და მისი მეუღლე შვილების დაბრუნებას დიდი ხანია ელოდებიან, ”- წერს ერმაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები