არჩილ თალაკვაძე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ზედაპირული წარმოდგენა. მათ არ ესმით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეროვნული ინტერესის და უსაფრთხოების დაცვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას სრულად აკონტროლებს.

“როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას და ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა პრიგოჟინის იმედად მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ჩათვალა, რომ ხელისუფლების ნაცვლად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თითქოს მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყანასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აკეთებს დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გაუთვლელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ზედაპირული წარმოდგენა და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს ეროვნული ინტერესის და უსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულმა ლიდერმა აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები