სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სულ მცირე, 31 არალეგალი მაღაროელი აფეთქებას ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ მიტოვებულ ოქროს მომპოვებელ მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 არალეგალი მაღაროელი დაიღუპა. შემთხვევა 18 მაისს მოხდა, თუმცა, მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

ქვეყნის მინერალებისა და ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ცხედრების ამოსაყვანად ჯგუფის გაგზავნას ვერ ახერხებდნენ, რადგან შახტში მეთანის საშიში მაღალი დონე იყო შენარჩუნებული.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკის ძველ ოქროს მომპოვებელ რაიონებში უკანონო ქმედებები კვლავ აქტუალურია.

ამასთან, ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ 16 მაღაროელი ჩაბარდა.

ვარაუდობენ, რომ დაღუპული მაღაროელები მეზობელი ქვეყნის, ლესოტოს მოქალაქეები იყვნენ.

კომპანია Harmony-ს კუთვნილი უმსხვილესი ოქროს მომპოვებელი მაღარო 1990-იან წლებში ფუნქციონირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები