ჯანმო: კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ 58%-ით შემცირდა, ინფიცირებულთა კი – 48%-ით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 22 მაისიდან 18 ივნისის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 1 210 687 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 7 168 გარდაიცვალა.

ამის შესახებ ორგანიზაციის პრესრელიზშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში დაღუპულთა რიცხვი წინა 28 დღესთან შედარებით – 58%-ით შემცირდა, ხოლო ინფიცირების მაჩვენებელი 48%-ით.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კორეის რესპუბლიკაში -363 382; ავსტრალიაში 135 144; ბრაზილიაში 85 987; საფრანგეთში 71197 და სინგაპურში 54 581.

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბრაზილიაში – 978 შემთხვევა; ესპანეთში 729 პაციენტია გარდაცვლილი; რუსეთში 526; ​​ავსტრალიაში 496 და იტალიაში 420.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები