პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა სულ მცირე, 37-მდე გაიზარდა.

მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება დაახლოებით საღამოს 5 საათზე, პარიზის მეხუთე ოლქში მოხდა.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული, რომლებმაც შეძლეს მეზობელ შენობებზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება.

სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რა დროსაც შენობის ფასადი ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები