კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად ხერსონის რეგიონში დნეპრის ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი უკვე 58-ს შეადგენს.
კერძოდ, როგორც ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ე.წ. მთავრობის ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკომ განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია.
“ნოვა კახოვკა ეტაპობრივად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადადის სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობამ 41-ს მიაღწია”, – დაწერა მან ტელეგრამში.
მისივე ინფორმაციით, საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე 3,5 ათას ადამიანს ჩაუტარდა, 2,2 ათასმა დაზარალებულმა კომპენსაციის სახით ათი ათასი რუსული რუბლი მიიღო.
რაც შეეხება კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, აქ 18 ივნისს უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს. მისი თქმით, მათგან 13 დაიხრჩო, კიდევ ოთხი ევაკუაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
31 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.