ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.

„ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენი ორივე ქვეყანა [აშშ და დიდი ბრიტანეთი] ღრმად არის ერთგული ამის მიმართ“, – განაცხადა ბლინკენმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს ვალდებულების შესრულებას უკრაინისთვის და მას დახმარების ახალ და ძლიერ პაკეტს მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები