რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქმე იქამდე მიჰყავს, რომ 18 ივლისის მარცვლეულის შეთანხმების უკანასკნელი დღე გახდეს.
ამის შესახებ მან გარიგებაზე გაეროსთან კონსულტაციების ახალი რაუნდის შესაძლებლობაზე საუბრის დროს თქვა.
”ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ. კონტაქტები გრძელდება, მათ შორის, სამუშაო. მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ვთქვით. ანუ, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ 18 ივლისი იყოს იმ შეთანხმებების დასრულების დრო, რომლებიც არ სრულდება”, – თქვა ვერშინინმა.
უკრაინიდან მარცვლეულის გადაზიდვის ე.წ.შეთანხმების გახანგრძლივების პირობად, მაგალითად, მაისში რუსეთი ითხოვდა – SWIT-ში როსსელხოზბანკის მიერთებას; სასოფლო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილების და სერვისის მიწოდების განახლებას; პორტებთან წვდომის განახლებას; ტოლიატი-ოდესის ამიაკის ქარხნის მუშაობის აღდგენას; სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასა და გადაზიდვასთან დაკავშირებული კომპანიების ანგარიშების განბლოკვას.