ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში, მთელი რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია „ნაცმოძრაობაა“.
მისივე თქმით, „ლელო“, „გირჩი“ და ყველა სხვა პარტია არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, რომლებსაც აქვთ ერთი საფუძველი, საწყისი და საერთო მომავალი.
„სინამდვილეში, მთელი რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“. მართალია, ხელოვნურად, ფორმალურად არიან დაყოფილი პარტიებად, მაგრამ სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თვითონ პარტია „ნაცმოძრაობა“, იგივე „ლელო“, გახარია, ვაშაძე, „გირჩი“ და ა.შ. ყველა ეს პარტია არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. მათ აქვთ ერთი საფუძველი, საწყისი და საერთო მომავალი. სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. დანარჩენი უკვე მათემატიკის ამბავია, რითაც არაფერი შეიცვლება“,- აღნიშნა კობახიძემ.