ომის დასრულების შემდეგ – ევროპარლამენტმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს, ომის დასრულების შემდეგ, ალიანსში ქვეყნის მიღების პროცესი დაიწყონ.

ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.

ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ დაიწყება და რაც შეიძლება მალე დასრულდება.

ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის მოლოდინში, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა, ისევე – როგორც ნატოს მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან, რათა ჩამოაყალიბონ უსაფრთხოების დროებითი გარანტიის მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ევროპარლამენტარები ასევე გამოთქვამენ იმედს, რომ ევროკომისია დადებით დასკვნას დადებს უკრაინის მიერ კანდიდატის 7 რეკომენდაციის შესრულებაზე და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყებს.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რეგიონში და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები