ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან.
გაგრის რაიონში უხვმა ნალექმა მაგისტრალის ნაწილი და სახლები დააზიანა.
როგორც ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ადამურ წიშბამ თქვა, წვიმის შედეგად რამდენიმე ხეობაში მდინარეები ადიდდა.
წვიმის შედეგად დანგრეულია კერძო სახლი, ასევე სასტუმროს მიმდებარე ნაგებობა.
მისი თქმით, დაშავებულები არ არიან.
სოფელ ჩიგრიფშში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაფარა, თუმცა არავინ დაშავებულა.
სოფელ ანჰინსტაში დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგები და საყრდენები.
ე.წ. რესპუბლიკაში მატარებლების მოძრაობა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.