РИА: “ქართული ლეგიონის” წევრებმა ხერსონში ძვირადღირებული სახლები დაიკავეს

რუსული პროპაგანდისტული РИА Новости-ს ინფორმაციით, “კავკასიურ ლეგიონში” შემავალი მებრძოლების ჯგუფმა ხერსონის პრესტიჟულ რაიონში ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლების ორი კვარტალი დაიკავეს.

ამის შესახებ მედიას რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თავის წყაროებზე დაყრდნობით უამბო.

„30 მაისის მდგომარეობით, „კავკასიური ლეგიონის“ დაქირავებულთა ჯგუფმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, განლაგდნენ კერძო ორსართულიან სახლში, ხერსონში, ვერევჩინას ქუჩის მე-4, 23ა-ში. სახლი მდებარეობს ელიტარულ რაიონში და გარშემორტყმულია კერძო სახლებით“, – ამბობს წყარო.

მისი ინფორმაციით, სახლის პირველ და მეორე სართულებზე, ქართველი მებრძოლები ცხოვრობენ, მათ შორის, “კავკასიური ლეგიონის” მეთაური, ლადო გამსახურდია.

“რია”-ს წყარო ვარაუდობს, რომ სახლის დაკავება, სავარაუდოდ, „კავკასიური ლეგიონის“ მეთაურის მრჩევლის შუამავლობით მოხდა, რომელიც პასუხისმგებელია სადაზვერვო საქმიანობაზე – ლიუბინსკი ალექსეი ვალენტინოვიჩის, მისი მეტსახელია “ხერსონი”. მანამდე მან ის დანაშაულებს მეზობელ ზაპოროჟიეს რეგიონში ჩადიოდა”.

სააგენტოს წყაროს თქმით, რუსეთის უშიშროების ძალებმა, ასევე, გამოავლინეს ავტობუსის მარშრუტი, რომლითაც „კავკასიური ლეგიონის“ ახალწვეულები უკრაინაში ხვდებიან: თბილისი-ბათუმი-სტამბოლი-იზმაილ-ოდესა და შემდგომ – ხერსონში.

მანამდე, “რია ნოვოსტი” სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 500-მდე უცხოელი დაქირავებული იმყოფება – პოლონელები, ბრიტანელი და “კავკასიური ლეგიონის”, “შეიჰ მანსურის ბატალიონის” და „ქართული ლეგიონის“ წევრები. რუსების მტკიცებით, ისინი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ჩამორთმეულ კერძო სახლებში ცხოვრობენ, თითო სახლში 10-კაციან ჯგუფად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები