დავით სონღულაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის სტუდენტებს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის გლობალური პერსპექტივების რეზიდენტურის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და სტრატეგია განიხილეს.
„იმსჯელეს ძირითად ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოს ხელსაყრელ სავაჭრო მდგომარეობაზე.
დავით სონღულაშვილმა მიმოიხილა ეკონომიკის ძირითადი დარგების წვლილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირს ევროკავშირის ქვეყნებთან. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესდნენ ჩინეთთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობით, ასევე, ევროინტეგრაციის შესახებ 12 რეკომენდაციით, რაზეც დავით სონღულაშვილმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.