“უკრაინის კონტრშეტევა დაწყებულია” – პუტინი

კრემლის ლიდერის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო. მისი თქმით, ამას მოწმობს კიევის მიერ სტრატეგიული რეზერვების გამოყენება.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სოჭში, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე უკრაინულმა ჯარებმა დაკისრებული ამოცანები ვერ შეასრულეს. ეს აბსოლუტურად აშკარაა”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

პუტინმა ხაზი გაუსვა რუსი მებრძოლების სიმამაცეს და გმირობას, ჯარების სწორ ორგანიზებას, მართვას და კონტროლს, ასევე, შიდა წარმოების იარაღის მაღალ ეფექტურობას.

“კონტრშეტევის მცდელობა, რომელიც აქამდე განხორციელდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ კიევის რეჟიმის ჯარების შეტევითი პოტენციალი კვლავ რჩება”, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, რომლებიც აღემატება “კლასიკურ” მაჩვენებელს.

“ცნობილია, რომ შეტევითი ოპერაციების დროს დანაკარგები არის დაახლოებით სამი ერთზე. ეს არის კლასიკა. მაგრამ ამ შემთხვევაში ის მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ კლასიკურ მაჩვენებლებს. რიცხვებს არ მოვიყვან, მაგრამ ისინი შთამბეჭდავია”, – თქვა კრემლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები