კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა,13 დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისი თქმით,ოთხი ადამიანი დაიღუპა ხერსონის რეგიონში, ერთი – მიკოლაევის.
კლიმენკოს ინფორმაციითვე, ხერსონის რეგიონში 48 დასახლებული პუნქტია დატბორილი, მათგან 34 (3625 სახლი) – უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 – დროებით ოკუპირებულ ნაწილში.
თავის მხრივ, ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული.
მისი მტკიცებით, საოკუპაციო ხელისუფლებამ სტიქიის ზონებიდან 5,8 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
ამავდროულად, დნეპრის მარცხენა სანაპიროდან ხალხი სოციალურ ქსელებში ჩივიან, რომ არავითარი დახმარება არ აქვთ, ხოლო სამხედროები მოხალისეებს ხელს უშლიდნენ.